ბარჰამ სალიჰიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ბარჰამ სალიჰიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1277012
ბარჰამ სალიჰიმ  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰიმ,  ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას არ სურს მისი ქვეყანა, მეზობელი ქვეყნების მიმართ განხორციელებული თავდასხმების წერტილად იქცეს. „ახლო აღმოსავლეთი ომის და კონფლიქტების ეპიცენტრად არის გადაქცეული. ამ კრიზისების აღმოფხვრას მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ. მე არ მსურს, ერაყი მეზობელი ქვეყნების მიმართ განხორციელებული თავდასხმების წერილად მოიხსენიებოდეს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მეზობელი ქვეყნების და სპარსეთის ყურის სიმშვიდეზე და  სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, როგორც ირანთან ასევე,  თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში შესაბამის  მუშაობას ვაგრძელებთ. ტერორმა ჩვენი ქვეყანა ძალზედ დააზარალა. DEAŞ-ი ერაყის დანაწევრების მიზნით შექმნილი მზაკვრული პროექტი გახლდათ. კორუფციის, კონტრაბანდისა და რადიკალური იდეების წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება აუცილებელია“, განაცხადა ერაყის პრეზიდენტმა  ბარჰამ სალიჰიმ.



მსგავსი ინფორმაციები