ირანი და აშშ-ი ერთმანეთის მიმართ მუქარებს აგრძელებენ

მუსევმა ამერიკის ბოლო მუქარას, მკაცრი პასუხი გასცა

1273923
ირანი და აშშ-ი ერთმანეთის მიმართ მუქარებს აგრძელებენ

 

ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აბდურრაჰიმ მუსევმა, ირანულ სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-მა თეირანს, მისი მხრიდან ჩამოგდებული დრონეს საპასუხოდ შემოუთვალა, “ჩვენ თქვენს ერთ ობიექტს დავბომბავთ, თქვენ ხმა არ ამოიღოთ და ჩვენს შორის დავას ამით ბოლო წერტილს დავუსვამთ“, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ დარტყმას 10 დარტყმით უპასუხებენ. მუსევის თქმითვე, სრულიად შესაძლებელია, ომის დაწყება შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდეს, მაგრამ დასასრული კი, ირანზე იქნება დამოკიდებული. "თუ კონფლიქტი დაიწყება, ინიციატივა ჩვენს ხელში იქნება და კონფლიქტი გაგრძელდება მანამ, სანამ მას ჩვენ არ შევაჩერებთ", ხაზგასმით განაცხადა ირანელმა გენერალმა. ირან-აშშ-ს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანმა ჰურმუზის ყურეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. გარდა ამისა, ვაშინგტონი ირანს ბრალს სდებს საუდის არაბეთის ორ ნავთობ ტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაშიც



მსგავსი ინფორმაციები