პუტინ-ზელენსკის შორის სატელეფონო შეხვედრა შესდგა

მათ დადებითი შეფასება მისცეს პატიმართა გაცვლას

1265398
პუტინ-ზელენსკის შორის სატელეფონო შეხვედრა შესდგა

 

რუსეთ-უკრაინას შორის პატიმრებისა და ტყვეების  გაცვლის შემდეგ, ამ ქვეყნის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო შეხვედრა გაიმართა. კრემლის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ორმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრებისა და ტყვეთა გაცვლა, მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხში. ამავე საუბრის დროს, მათ ასევე განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაცია და ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჯარების კონტაქტის ხაზიდან გაყვანის მნიშვნელობას. რუსეთსა და უკრაინას შორის, გუშინ, ქერჩის სრუტის კრიზისის შემდეგ რუსეთში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის ჩათვლით, ორ ქვეყანას შორის 35/35 მსჯავრდებულის გაცვლა მოხდა



მსგავსი ინფორმაციები