ევფრატის აღმოსავლეთში პირველი ერთობლივი სადაზვერვო ფრენა განხორციელდა

მასში მონაწილეობა მიიღეს თურქმა და ამერიკელმა გენერლებმა

1257942
ევფრატის აღმოსავლეთში პირველი ერთობლივი სადაზვერვო ფრენა განხორციელდა

 

თურქეთის  თავდაცვის სამინისტრომ Twitter- ის ანგარიშიდან ოფიციალური მესიჯი  გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიაში, ევფრატის უსაფრთხო ზონის აღმოსავლეთში, გუშინ, თურქი და ამერიკელი სარდლების მონაწილეობით, პირველი ერთობლივი ვერტმფრენების სადაზვერვო რეისები განხორციელდა. ამის პარალელურად სამინისტრომ პირველი ერთობლივი რეისებიდან ფოტოებიც გააზიარა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი)  წარმომადგენელი შონ რობერტსონი გამოეხმაურა რა  ევფრატის აღმოსავლეთში ვერტმფრენებით პირველი ერთობლივი  საპატრულო ფრენის განხორციელებას, თქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ეს შემობრუნება მიღწეულ იქნა კვირის დასაწყისში, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შემდეგ. "დღეს, ამერიკისა და თურქეთის ლიდერების მითითებით, თითოეული ქვეყნიდან თითო გენერალმა, მონაწილეობა მიიღო სამხედრო ვერტმფრენების ერთობლივ  სადაზვერვო ფრენაში“, განაცხადა რობერტსონმა და დაამატა, რომ ამით, თურქეთის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოება დაცულ იქნება ყველანაირი ტერორისტული თავდასხმებისგან



მსგავსი ინფორმაციები