თურქეთი და ამერიკა „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ამერიკა „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ

1249589
თურქეთი და ამერიკა „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე თურქეთი და ამერიკა შეთანხმდნენ. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელშიც ამერიკის სამხედრო პერსონალიც იქნება ჩართული, უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება. საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი და თურქი სამხედრო მაღალჩინოსნები ანკარაში შეხვედრებს უკვე ორი დღეა მართავენ. „თურქეთის და აშშ-ის მოლაპარაკებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე,  „პოზიტიური და საკმაოდ კონსტრუქციულია“ და აშშ-ის პოზიცია თურქეთის ხედვას ამ საკითხში სულ უფრო უახლოვდება,“ ნათქვამია ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები