„ექიმები საზღვრებს გარეშე“ იდლიბთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ იდლიბთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ

1246276
„ექიმები საზღვრებს გარეშე“ იდლიბთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ

ორგანიზაცია, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF) სირიაში რეჟიმის ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო იდლიბში და ჰამაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და შესაძლო ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ. MSF-ს ჟენევის ოფისიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო სამი თავის განმავლობაში იდლიბსა და ჰამაში გახშირებული საჰაერო დაბომბვებისგან თავის დაღწევის მიზნით  450 ათასი ადამიანი თურქეთში გადავიდა. მათივე განცხადებით, დაბომბვების შედეგად მრავალი  სამედიცინო დაწესებულებაც დაზიანდა, რის გამოც დაშავებულებს შესაბამის სამსახურს ვერ უწევენ. MSF-ს ჟენევის ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხსენებულ  რეგიონებში მოსახლეობას არასაკმარის ჰიგიენურ გარემოში უწევთ ცხოვრება, რის გამოც ეპიდემიის გავრცელების საშიშროება მაღალია, ამიტომ,  ისინი,  საერთაშორისო საზოგადოებებისგან შესაბამისი  ზომების მიღებას მოითხოვენ.



მსგავსი ინფორმაციები