მიცოტაკისმა პირველი უცხოური ვიზიტი სამხრეთ კვიპროსში განახორციელა

იგი თურქეთთან ახალი ფურცლის გახსნას ფიქრობს

1244569
მიცოტაკისმა  პირველი უცხოური ვიზიტი სამხრეთ კვიპროსში განახორციელა

 

საბერძნეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, თავისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, წინამორბედების ტრადიციის მსგავსად სამხრეთ კვიპროსზე განახორციელა და მას ლეფკოსაში (ნიკოფსია) ოფიციალური შეხვედრა მოუწყო სამხრეთ კვიპროსის ლიდერმა ნიკოს ანასტასიადისმა. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ მიცოტაკისმა პრესისათვის განცხადება გაავრცელა და მასში შეეხო რა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებს, თქვა: ”თურქეთ-ბერძნულ ურთიერთობებში ჩემი უპირველესი მიზანია ვიპოვო  და გადავდგათ სრულიად ახალი და თამამი ნაბიჯები. მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა განხორციელდეს თანდათანობით, რათა, მანამდის დროც მოვიგოთ და ერთმანეთში ნდობის ატმოსფეროც აღვადგინოთ”.



მსგავსი ინფორმაციები