აქინჩიმ ანასტასიადისს ახალი წინადადება შესთავაზა

“მხარეებმა ერთობლივი კომიტეტი შექმნან“

1235291
აქინჩიმ ანასტასიადისს ახალი წინადადება შესთავაზა

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ, კუნძულის გარშემო არსებული ჰიდრო კარბონატების ძიება-მოპოვების თაობაზე, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით ახალი წინადადება შესთავაზა სამხრეთ კვიპროსის ლიდერს ნიკოს ანასტასიადს და მასში ერთობლივი კომიტეტის შექმნის ინიციატივაც წამოაყენა რა, ამ წინადადების ანასტასიადისის მხრიდან გაცნობის შემდეგ, ორმხრივ შეხვედრაზე მის გარშემო უფრო დეტალურად მოილაპარაკებენ. აქინჩის ეს ახალი წინადადება მიზნად ისახავს ნახშირწყალბადების საკითხში დაძაბულობისა და კონფლიქტის ნაცვლად, ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ კომიტეტს, იგი გაეროს ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებს და შეიძლება დამკვირვებლის სახით ევროკავშირმაც მიიღოს მასში მონაწილეობა. აქინჩიმ ამ წერილის ასლები გადაუგზავნა ასევე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინს.



მსგავსი ინფორმაციები