საბერძნეთში გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

არჩევნებში ცენტრისტულმა მემარჯვენე ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

1231861
საბერძნეთში გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

საბერძნეთში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა მემარჯვენე ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ (ND) გაიმარჯვა. მან ხმების უმრავლესობა მოაგროვა და შეუძლია მარტო შექმნას მთავრობა.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცმებით, დათვლილია ხმების 67% და არჩევნებში მონაწილეობის დონემ 57,2% შეადგინა.

კირიაკოს მიჩოტაკისის ლიდერობით ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 39,6% მიიღო და პირველობა მოიპოვა. იგი პარლამენტის 300 მანდატიდან 158-ს მიიღებს და მარტო ჩამოაყალიბებს მთავრობას.

მიჩოტაკისმა ტელევიზიით მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა: „უფრო მეტი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდისთვის უფრო ნაკლები გადასახადების და მეტი ინვესტიციების უკან ვდგავარ, ეს ხელფასებს, სახელმწიფოს ეფექტურობას და საპენსიო ხელფასების რაოდენობას გაზრდის.“

მიჩოტაკისი დღეს ფიცს დადებს და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ხელისუფლებაში მყოფმა პარტია „სირიზა“-მ, რომლის ლიდერიც ალექსის ციპრასია, ხმების 31,6% მოაგროვა და 86 მანდატი მიიღო.

„დღეს თავაწეულები ხალხის ნებას ვაღიარებთ. იმისათვის, რომ საბერძნეთი დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვეყვანა საჭირო გახდა რთული გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა პოლიტიკური საფასური მაღალია.“ - განაცხადა ციპრასმა.  

„ცვლილებების მოძრაობამ“ (KINAL) რომელიც „პასოკის“ ხერხემალს წარმოადგენს ხმების 8% მიიღო, რაც 22 სავარძელს უდრის და მესამე ადგილზე გავიდა. საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ კი ხმების 5,3%-ით 15 მანდატი მიიღო.


ჯერ კიდევ უცნობია რადიკალურად მემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადი“-ს ბედი, რომელის ხმების რაოდენობაც დიდწილად შემცირდა. პარტიას ჯერ-ჯერობით ხმების 2,97% აქვს მიღებული და ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდგ გახდება ცნობილი გალახავს თუ არა იგი 3%-იან ბარიერს.

ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქ ათენის ექსარიას უბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო პუნქტში შეჭრილმა ნიღბიანმა პირებმა საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები 14 ივლისს ჩატარდება.



მსგავსი ინფორმაციები