საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება

საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება

1230698
საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ 20 და 21 ივნისს საპროტესტო აქციაში მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის ალყის დროს ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენების გამო გენერალური პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივ გამოძიებას აწარმოებს.  

კაციტაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი მომიტინგე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ძალით შესვლას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადა და დაამატა: „გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები და ათობით მოწმის ჩვენების მიხედვით, 20-დან 21 ივნისის ღამეს იგეგმებოდა ზოგიერთი პირის მიერ მთავრობის ძალის გამოყენებით დამხობა და ხელში ჩაგდება.“

მისივე თქმით, ეს პირები მიზნად ისახავდნენ პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით.

კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ გრძელდება გამოძიება მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკანორ მელიას პარლამენტის შენობის წინ ძალადობის და აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

 



მსგავსი ინფორმაციები