თბილისმა მკაცრად დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო“

1215259
თბილისმა მკაცრად დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. სამინისტროს განცხადებით, ე.წ არჩვენები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. 34-წევრიან პარლამენტში მოხვედრისათვის 7 პოლიტიკური პარტიიდან 188 კანდიდატი იბრძვის

საარჩევნო უბნები გახსნილი იქნება ასევე მოსკოვსა და სოხუმშიც.

მეორეს მხრივ, ლიტვამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ არ სცნობენ ამ არჩევნებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს



მსგავსი ინფორმაციები