ასადის რეჟიმმა სადამკვირვებლო საგუშაგო დაბომბა

ამ თავდასხმას რაიმე მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ გამოუწვევია

1215119
ასადის რეჟიმმა სადამკვირვებლო საგუშაგო დაბომბა

 

სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა და მისმა მხარდამჭერმა ირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში, კონკრეტულად კი ჰამას ჩრდილოეთში მდებარე მორიკის რაიონში, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სადამკვირვებლო მისიისათვის აშენებულ ცხრა ნომრიანი საგუშაგოს მახლობელ ტერიტორიაზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. მიღებული ცნობებით, ამ თავდასხმას რაიმე მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ გამოუწვევია. სხვათა შორის, რეჟიმის ძალებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსგავსი თავდასხმები განახორციელეს 10 ნომრიან საგუშაგოზე 4 და 12 მაისს. როგორც ცნობილია, ასტანის შეთანხმებების ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს 12 სადამკვირვებლო პუნქტი გააჩნიათ იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში და აქედან აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.



მსგავსი ინფორმაციები