თეირანი აშშ-ს დაემუქრა
“თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ, თავს დავუჭეჭყავთ“
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ემირ ალი ჰაჯიზადე, აშშ-ს კუთვნილი და სპარსეთის ყურეში მცურავი სამხედრო ავია გემის ჩაძირვით დაიმუქრა. ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, ჰაჯიზადემ თქვა, რომ მათ სამიზნეს წარმოადგენს სამხედრო ავია გემი, რომლის ბორტზე 40-50 საბრძოლო თვითმფრინავთან ერთად 6 ათასამდე პერსონალიც არის, რადგან, იგი საფრთხეს უქმნის ირანს. "ამერიკელები ჩვენს კბილებს შორის არსებული ხორცივით არიან. თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ, მაშინ, თავს დავუჭეჭყავთ. ადრე ისინი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, ახლა კი, შესაძლებლობას“, ხაზგასმით განაცხადა ირანელმა სამხედრომ. მისივე აზრით, ვაშინგტონის ადმინისტრაცია იმიტომ იკავებს თავს ომის რიტორიკისგან, რომ თეირანის ეშინია, რამეთუ მისი სამხედრო ფლოტი ირანის საზღვრიდან 300 კმ-ის რადიუსში დაცურავს, მათ თავისუფლად შეუძლიათ დაარტყან ირანულმა რაკეტებმა
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა