ირანელი დიპლომატი დამასკოს სტუმრობს

მას ბეშარ ესადიც მიიღებს

1184268
ირანელი დიპლომატი დამასკოს სტუმრობს

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჰმუდ ჯევად ზარიფი, სირიის ლიდერ, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის მიზნით დამასკოს სტუმრობს. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განცხადებით, დამასკოში ოფიციალური ვიზიტი თვით ესადის მიწვევით ტარდება და ზარიფს დამასკოს აეროპორტში, თავისი სირიელი კოლეგა ფაისალ მიქდადი დახვდა. აქ გამართულ პრეს კონფერენციაზე ზარიფმა ჟურნალისტებს განუცხადათ: "რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში  კოორდინირებულად ქმედებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებების აღსრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით ვეწვიე სირიას და სწორედ ასეთივე მიზნით თურქეთსაც ვეწვევი". დიპლომატიური წყაროების ცნობით, ირანელ სტუმარს დღესვე ბეშარ ესადი მიიღებს და სირიაში დასრულებული შეხვედრების შემდეგ იგი თურქეთს ეწვევა



მსგავსი ინფორმაციები