ირანში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ირანში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1176252
ირანში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ირანის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხუზისტანის პროვინციაში ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით,  62-მდე გაიზარდა. რეგიონში სტიქიური უბედურება თითქმის ორი კვირაა მძვინვარებს რა, ამ ხნის განმავლობაში ასევე 478 ადამიანიც დაშავდა. მეორეს მხრივ,  ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ლორისტანის პროვინციაში ძლიერი წვიმების გამო 620 სოფლის გზა მთლიანად არის ჩაკეტილი. სტიქიური უბედურებების გამო მთავრობა რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებების მიწვდომასაც ვერ ახერხებს, რაც ერთგვარი კამათის თემა გახდა.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #წყალდიდობა , #მსხვერპლი

მსგავსი ინფორმაციები