ბომბიანი ტერაქტი რესტორნის წინ

დაიღუპა 2, დაიჭრა 16 კაცი

1159987
ბომბიანი ტერაქტი რესტორნის წინ

 

ერაყის ქალაქ მუსულში, ბომბით სავსე ავტომანქანით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 2 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი, ხოლო 16 კი დაიჭრა.

მოსულის მერიის საკრებულოს უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, მაჰმუდ ალ-ჯუბბურიმ, თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსისათვის (AA) გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ბომბიანი ავტომანქანა, ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნის წინ ააფეთქეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაიჭრა, რომელთა შორისაც ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ამ ტერაქტზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები