ირანმა ჰორმუზის სრუტეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

წვრთნები სამ დღეს გაგრძელდება

1150008
ირანმა ჰორმუზის სრუტეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ირანმა, საერთაშორისო  ნავთობის გადაზიდვისთვის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, ჰორმუზის სრუტეში მასშტაბური  სამხედრო წვრთნები დაიწყო.  ირანის საზღვაო ძალების სარდალმა ადმირალ, ჰუსეინ ჰანზადემ  სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. Velayat-97 სახელწოდების წვრთნები ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. აღნიშნულ წვრთნებში, ირანი პირველად გამოიყენებს წყალქვეშ ნავის რაკეტებს. წვრთნებში ასევე საბრძოლო გემები, ვერტმფრენები და სადაზვერვო თვითმფრინავებიც იქნებიან ჩართული.



მსგავსი ინფორმაციები