ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე

“ევროპაში მდგრადი უსაფრთხოება, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული“

1146912
ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ევროპაში მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული.

ბახტაძე, გერმანიაში მიმდინარე 55-ე საერთაშორისო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ "უსაფრთხოების საკითხები აღმოსავლეთ ევროპაში"  პანელს შეუერთდა და მასზე განაცხადა, რომ  ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოება დიდწილად არის დამოკიდებული შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მისი თქმით, რუსეთი ამ ბოლო წლებში აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს უკრაინის მიმართ, რაც დიდ ზიანს აყენებს რეგიონალურ უსაფრთხოებასაც.

"2008 წელს, რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ უკრაინას და ამით ნდობისა და მშვიდობის ატმოსფერო დიდად დაზიანდა", განაცხადა მან. ბახტაძის თქმითვე, უსაფრთხოების განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისთვის და ამიტომ, თუ შავი ზღვის რეგიონში არ იქნება ძლიერი ნდობის ატმოსფერო, მაშინ, ევროპაშიც არ იქნება მდგრადი უსაფრთხოება.

მანვე აუდიტორიას შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული ჰყავს და ამ პროცესს იგი აგრძელებს



მსგავსი ინფორმაციები