ასადის რეჟიმი იდლიბში სამოქალაქოებზე  თავდასხმებს განაგრძობს

ასადის რეჟიმი იდლიბში სამოქალაქოებზე  თავდასხმებს განაგრძობს

1142140
ასადის რეჟიმი იდლიბში სამოქალაქოებზე  თავდასხმებს განაგრძობს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები „იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში“ თავდასხმებს განაგრძობენ. ბოლოს განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის წევრი, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. „თეთრ ჩაფხუტიანთა“ ორგანიზაცია თავდასხმების განხორციელებულ ადგილებზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. ასადის რეჟიმის მხრიდან იდლიბში დაძაბულობის შემცირების  ზონაში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად 40 სამოქალაქო დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. რეჟიმის ძალები, თურქეთ-რუსეთს შორის სოჭში გაფორმებული „იდლიბში დაძაბულობის შემცირების და სიტუაციის დარეგულირების“ მემორანდუმის  მიუხედავად თავდასხმებს მაინც განაგრძობს.  თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს, სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ „იდლიბში დაძაბულობის შემცირების და სიტუაციის დარეგულირების“ მემორანდუმი იქნა გაფორმებული.



მსგავსი ინფორმაციები