ირანელებს საქართველოში შესვლაზე აფრთხილებენ

“ღორის გრიპის გამო საქართველოში მგზავრობისგან თავი შეიკავეთ“

1129298
ირანელებს საქართველოში შესვლაზე აფრთხილებენ

 

ირანმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ თუ რაიმე აუცილებელი და სავალდებულო საქმე არ ექნებათ, ღორის გრიპის ფართოდ გავრცელების გამო, საქართველოში მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ ეროვნული ინფექციური დაავადებების კომიტეტის წევრმა მესუდ მერდანიმ ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან საუბრისას განაცხადა.

"H1N1 ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღო საქართველოში და იგი უკვე ირანშიც გავრცელდა. ვირუსის წყარო საქართველოა და ამიტომ ჩვენი მოქალაქეები, თუ აუცილებლობა არ არის, არ უნდა ჩავიდნენ ამ ქვეყანაში", განაცხადა მერდანიმ.

მანვე საქართველოდან დაბრუნებულ თანამოქალაქეებს მოუწოდათ,  მაღალი სიცხის, ცხვირიდან წამონადენის და თავის ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ჯანდაცვის უახლოეს ცენტრებს.

საქართველოდან გასულ კვირას გავრცელებული განცხადებით, ამ ქვეყანაში გავრცელებული H1N1 ვირუსის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს ტურიზმის მინისტრმა გიორგი ჩოგოვაძემ თავის განცხადებაში ადრე განაცხადა, რომ 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 7 მილიონ 500 ათასი ტურისტი შემოვიდა და მათგან 262 ათასი ირანელი იყო.



მსგავსი ინფორმაციები