ისრაელის სამხედროებმა კიდევ 8 პალესტინელი დაჭრეს

არეულობა ამჯერად რამალლაჰში მოხდა

1121375
ისრაელის სამხედროებმა კიდევ 8 პალესტინელი დაჭრეს

 

ისრაელის სამხედროებმა, მათი მხრიდან ოკუპირებულ დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალლაჰში  8 პალესტინელი დაჭრეს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ოპერაციის განმხორციელებელ ისრაელის ჯარისკაცებს პალესტინელებმა ქვები და აალებადი ბოთლები ესროლეს, რასაც ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზით, ასევე ნამდვილი და პლასტიკური ტყვიებით უპასუხეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ამ მოვლენების დროს 8 პალესტინელი პლასტიკური ტყვიის შედეგად დაიჭრა, ხოლო  5 ადამიანი ცრემლსადენი გაზით მოიწამლა



მსგავსი ინფორმაციები