ირანმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა

“აშშ-ი აგრძელებს რეგიონში წარუმატებელ პოლიტიკას“

1121095
ირანმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ, აშშ-ს მხრიდან წარმოებულ  ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას, "პოლიტიკური სიბრმავე" უწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით, თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის მიერ ისრაელში ვიზიტის დროს გადაღებული ვირტუალური რეალობის სათვალის ფოტო გაიზიარა და ქვეშ მიაწერა: "ამბობენ, რომ ერთი სურათი ათასი სიტყვის სათქმელს მოგვითხრობს, მაგრამ, ბოლტონის მიერ გამოქვეყნებული ეს სურათი, აშშ-ს მხრიდან ჩვენს რეგიონში წლების განმავლობაში წარმოებულ წარუმატებელ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე ათასზე მეტ სიტყვას გვეუბნება".

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, კვირას ისრაელში იმყოფებოდა და აქ გავრცელებულ განცხადებაში ანკარაც აღაშფოთა, რადგან, მისი თქმით, ამერიკა სირიიდან თავის სამხედრო ძალებს იმ შემთხვევაში გაიყვანს, თუ ჩრდილოეთ სირიელი "ქურთი მებრძოლების", რომლებსაც ანკარა ტეროსიტულად მიიჩევს, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება



მსგავსი ინფორმაციები