გლობალური პერსპექტივა 52

ქურთებმა ღალატი განიცადეს?

1114071
გლობალური პერსპექტივა 52

გლობალური პერსპექტივა 52.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ქურთებმა ღალატი განიცადეს?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკელ ჯარებს გაიწვევენ. იმედი მაქვს, რომ ტრამპი ამერიკის საბჭოს კიდევ ერთხელ არ დანებდება და ამერიკელ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობიანად დააბრუნებს. თუ რატომ მიიღო ამერიკამ ასეთი გადაწყვეტილება, რეგიონში არსებობას რა სახით გააგრძელებს და სხვა სახის საკითხები სულ სხვა  განხილვის თემაა. ისრაელის მხრიდან ამერიკის ამ გადაწყვეტილების შემდგომი პოლიტიკა, საფრანგეთის, ირანის, რუსეთის, თვით სირიის რეჟიმის და სხვა არაბული ქვეყნების, ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შემდგომ თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ეს კიდევ სხვა  თემაა. ამ ყველაფერთან ერთად დღევანდელ პროგრამაში საერთაშორისო მედიის ქურთების შესახებ გაკეთებულ ანალიზებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

დასავლური მედიასაშველებები ამერიკის, სირიიდან სამხედროების გაწვევაზე, აშშ-ს მსოფლიოს ჟანდარმერიის პოზიციაზე და სირიელ ქურთების მიმართ ღალატზე ამახვილებენ ყურადღებას. საფრანგეთის პრეზიდენტ,  ემანუელ მაკრონის, აშშ-ს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებული შეფასებაც ამაზე მიუთითებს.

არის თუ არა აშშ მსოფლიოს ჟანდარმერია?

უნდა იყოს თუ არა, აშშ მსოფლიოს ჟანდარმერია? შეიძლება ტერმინი ჟანდარმერია ამისათვის შესაფერისი არ იყოს მაგრამ, ამერიკის ჩათვლით მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც გლობალურ სამართლიანობას უნდა უჭერდნენ მხარს. ადამიანის უფლებების დარღვევები, საკუთარი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი მასიური მკვლელობები და  ეთნიკური წმენდა ქვეყნის შიდა პოლიტიკად არ შეიძლება ჩაითვალოს. ცნობილია, რომ გლობალური მოთამაშეები  ამ  ყველაფერს, უმეტეს შემთხვევაში ერთგვარ მიზეზად იყენებენ. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების შელახვის მიზნით არ შეიძლება იქნას ჩადენილი.

ქურთებმაკიდევ ერთხელ  ღალატი განიცადეს?

ზოგიერთი  დასავლური მედიასაშაველები შეიძლება კიდევ შეეცადოს მისი მკითხველის დარწმუნებაში, რომ PKK/PYD ქურთების წარმომადგენელია. ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ თვით ქურთებმა არ დაიჯერონ. ვინაიდან, ქურთები საკუთარი თვალით ხედავენ იმას, თუ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD ათწლეულების მანძილზე მათ ხალხს რაოდენ აწამებს და დიდ ზიანს აყენებს. დიახ, შეიძლება აღნიშნული ტერ ორგანიზაცია თურქ ბავშვებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, სამოქალაქოებს და სამხედროებსაც კლავს, მაგრამ თითქმის უკვე ოთხი ათეული წელია, ყველაზე მეტი ქურთი თვითონ მოკლეს.  PKK იმ ქურთებს, რომლებიც მარქსიზმის და  ლენინიზმის იდეოლოგიებს ეწინააღმდეგება ყველას კლავს და აწამებს.  PKK-ს სირიული ფრთა, PYD-ს პოლიტიკაც იგივეა. მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ გამომსვლელებს, ესენი, ქურთები ან კიდევ არაბები თუ სხვები იქნებიან, ყველას სასტიკად უსწორდებიან რა, მათ მიმართ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ახორციელებენ. ამ ყველაფრის თვითმხილველნი ისევ და ისევ ქურთები გახლავთ.  PKK/PYD-საგან თავდაღწევის მიზნით გამოქცეული ქურთები კი ისევ და ისევ თურქეთს აფარებენ თავს. სამწუხარო კი ისაა, რომ დასავლური მედია, თურქეთში თავშეფარებულ ქურთების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

თურქეთში თავშეფარებული 4 მილიონი ლტოლვილის ვინაობა

რამდენიმე 100 ათასობით სირიელი ლტოლვილის დასავლეთის ქვეყნებში თავშეფარვის მიზნით ჩასვლის შემდეგ ამ ქვეყნებში ნეო-ნაცისტურმა და ნეო-ფაშისტურმა მუქარამ საგრძნობლად გაიზარდა. თურქეთი 4 მილიონი მიგრანტის შეფარვით დასავლეთს შორის შეიძლება ითქვას, რომ ბუფერული ზონის როლს ითავსებს. კარგით, ზოგიერთი დასავლური ცენტრები რატომაა, რომ PYD-ს ქურთების წარმომადგენლად მიიჩნევს და იმ რეალობას რაც არსებობს არ ხედავს? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში თავშეფარებული მიგრანტები ქრისტიანები, თურქმენები, სირიელი არაბები და ქურთები არიან.

დასავლეთში საღი აზრი არ არსებობს?

რა თქმა უნდა, დასავლეთშიც არსებობს საღი აზრი. ზოგიერთი საიდუმლო სამსახურები და საინფორმაციო სააგენტოები დარწმუნდნენ, იმაში, რომ PYD ქურთების წარმომადგენელი არ არის. შეიძლება იფიქროთ, რომ ამის დაჯერება შეუძლებელია მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის ჩათვლით მსოფლიოში ყველა ქვეყანა იმპერიალისტურ წყობაზე  არ არის აგებული. შეიძლება მოკლე დროში არა მაგრამ, დიდი ხნის შემდეგ, ამ რეალობას ყველა დაინახავს რა, ამაში დიდი წვლილი სწორედ, რომ დასავლეთში მცხოვრებ, საღად მოაზროვნე ადამიანებს მიუძღვით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც დაეში არაბებს, ჰიტლერი გერმანელებს, ასევე PYD ქურთებს არ წარმოადგენს. რომელიმე  ერის ტერ ორგანიზაციებთან გაიგივება არ შეიძლება. მსგავსი დამოკიდებულება პირველ რიგში იმ ხალხისადმი შეურაცყოფაა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თუ ღალატზეა  საუბარი, ეს ქურთების მიმართ არ ხდება. რეგიონის ტერ ორგანიზაციებიდან გაწმენდა თვით, ქურთი ხალხის სასარგებლოდ იქნება, ამიტომ ამერიკის ამ რეგიონიდან გასვლა მათ არ უნდა აწუხებდეს წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები