სირიიდან 150 რუსი  სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა

სირიიდან 150 რუსი  სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა

1112955
სირიიდან 150 რუსი  სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა

სირიაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოვალეობის შემსრულებელი 150 ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესცენტრისგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილ-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავით, რუსი სამხედროები, რომლებიც სირიაში,  რუსეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის ერთეულში ასრულებდნენ მოვალეობას, სამშობლოში დაბრუნდნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული სამხედროები სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. რუსეთმა, სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ ამ ქვეყანაში, თართუსის და ჰმეიმინის  სამხედრო ბაზებზე ორი ერთეული, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400-ის სისტემა განალაგა.



მსგავსი ინფორმაციები