ეგვიპტის მთავრობა 2030 წლამდე შობადობის 8 მილიონით შემცირებას გეგმავს

ეგვიპტის მთავრობა, მოსახლეობის ეროვნული სტრატეგიის გამოყენებით 2030 წლამდე შობადობის 8 მილიონით შემცირებას გეგმავს

1105331
ეგვიპტის მთავრობა 2030 წლამდე შობადობის 8 მილიონით შემცირებას გეგმავს

ეგვიპტის მთავრობა, მოსახლეობის ეროვნული სტრატეგიის გამოყენებით 2030 წლამდე შობადობის 8 მილიონით შემცირებას გეგმავს.

ეგვიპტის მოსახლეობის ეროვნული საბჭოს მომხსენებელმა ამრ ჰასანმა, ქალაქ სუეცში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე ისაუბრა.

ჰასანის განცხადებით, ეგვიპტის მოსახლეობის რაოდენობამ 98 მილიონს მიაღწია და ქვეყანაში ყოველწლიურად 2,5 მილიონი ბავშვი იბადება.

მისივე თქმით, მოსახლეობის რაოდენობის ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში 11 წლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა 119 მილიონს მიაღწევს, ამ პერიოდში მოსახლეობის ეროვნული სტრატეგიით შობადობის 8 მილიონით შემცირებას გეგმავენ და სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 2020 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 111 მილიონი იქნება.   

ამრ ჰასანმა სტრატეგიის დეტალებზე არ ისაუბრა და დასძინა, რომ მოსახლეობის ზრდა სიღარიბესთან, წერა-კითხვის უცოდინრობასთან, ბავშვთა შრომასთან და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ახლო კავშირშია.   

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტეში სიღარიბის დონე, რომელიც 2008 წელში 22% იყო, 2015 წელში 28%-მდე გაიზარდა. მინიეს, ასიუტის, სუჰაჯისა და კანას პროვინციებში კი ეს დონე 50%-ს აჭარბებს.



მსგავსი ინფორმაციები