ავღანეთში ტერაქტის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა

1093878
ავღანეთში ტერაქტის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ჰოსტში პირველი ბრიგადის სარდლობაში მდებარე მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად 10 სამხედრო დაიღუპა.

ჰოსტის გუბერნატორის პრესსპიკერის, თალებ მანგალის განცხადებით, მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

თავდასხმის შედეგად 10 სამხედო დაიღუპა და 15 კი დაიჭრა. დაჭრილებიდან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. ტერაქტზე კი პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები