სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი არ აირჩია

1075499
სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელიც მხოლოდ ნიკოლ ფაშნიანი იყო წარდგენილი, არ აირჩია. ფაშინიანის სასარგებლოდ ხმა არც ერთმა დეპუტატმა არ მისცა, წინააღმდეგი ერთი იყო, 11-მა კი თავი შეიკავა. ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრად ასარჩევად  53 ხმა იყო აუცილებელი. საკითხთან დაკავშირებით ფაშინიანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „კანდიდატურა აურჩევლობის მიზნით წამოვაყენე,  რათა უახლოეს მომავალში ჩასატარებელი ვადამდელი არჩევნებისათვის შესაბამისი გარემო შეგვექმნა და ყოველგვარი სპეკულაციები გაგვებათილებინა." იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში ორი მცდელობით ახალი პრემიერმინისტრის არჩევა ვერ მოხდება, ეროვნულ კრებას დაითხოვენ და  ქვეყანაში  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ნიკოლ ფაშნიანმა თანამდებობა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით,  16 ოქტომბერს დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები