ტერაქტები ერაყში

3 ტერაქტს 4 კაცი ემსხვერპლა

1063634
ტერაქტები ერაყში

 

ერაყის ფელუჯას, სელაჰეტტინისა და მოსულის რეგიონებში ზედიზედ მომხდარ ტერაქტებში 4 ადამიანი დაიღუპა, 37 დაიჭრა.

პირველი თავდასხმა  დღეს დილით ანბარის ვილაიეთში მდებარე ქალაქ ფალუჯაში მოხდა. ქალაქის ცენტრში პარკირებული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 1 პოლიციელი.

მეორე აფეთქება სელაჰეტტინის მახლობელ სიინიეში მოხდა, სადაც ქალაქ ბეიჯის  ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომუშავეების ავტობუსი აფეთქდა და აქაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 დაშავდა.

მესამე ტერაქტი ქალაქ მოსულში განხორციელდა და აქ 3 კაცი დაიღუპა, 1 კი გაიტაცეს. ტერორისტების დაკავების მიზნით რეგიონში სპეცოპერაცია დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები