ირანში ნაღმი აფეთქდა

მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა

1056496
ირანში ნაღმი აფეთქდა

ირან-ერაყის საზღვართან მდებარე, მერივანის რაიონში, ირან-ერაყის ბრძოლიდან შემორჩენილი ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ირანული საინფორმაციო სააგენტო, ISNA ავრცელებს. ამავე ინფორმაციით გარდაცვლილები კონტრაბანდისტები არიან. 1980-88 წლებში ირან-ერაყის ომის დროს საზღვრის გასწვრივ ტერიტორიაზე მრავალი ნაღმი იქნა ჩამარხული, რომლების პერიოდულად აფეთქების  შედეგად ხშირად იღუპებიან ადამიანები.  



მსგავსი ინფორმაციები