ჰასან რუჰანის გადადგომისკენ მოუწოდებენ

ჰასან რუჰანის გადადგომისკენ მოუწოდებენ

1053454
ჰასან რუჰანის გადადგომისკენ მოუწოდებენ

ირანში, განვითარების პარტიის გენერალურმა თავჯდომარემ გულამჰუსეინ კერბასჩიანმა პრეზიდენტ, ჰასან რუჰანის თანამდებობის დატევებისკენ მოუწოდა. კერბასჩიანმა ეს მოწოდება ჟურნალ,  „Endişeyi Puya“-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „თუ რუჰანი (გარკვეული დაბრკოლებების გამო) ვერ აკეთებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ დაკავებული პოსტი გმირულად უნდა დატოვოს და მოსახლეობას განუცხადოს, რომ „მინდოდა, რაღაცების გაკეთება მაგრამ, გარკვეული დაბრკოლებების (კედლები) გამო  ვერ გადავლახე ისინი,““  აცხადებს კერბასჩიანი. იგი ასევე აცხადებს, რომ რუჰანის მიმართ 2013 წელს არჩევნების წინ ხშირად ისმოდა   პოლიტიკური მოვლენების მიმართ ნელი რეაგირებით ბრალდებები. „რუჰანი ძალიან ნელი პოლიტიკოსია. მოსახლეობა კი უფრო აქტიურ პრეზიდენტს ითხოვს,“ დასძინა  ირანის განვითარების პარტიის გენერალურმა თავჯდომარემ.  



მსგავსი ინფორმაციები