შეტაკება სისტან-ბელუჯისტანში

დაიღუპა 2 სამართალდამცავი

1016103
შეტაკება სისტან-ბელუჯისტანში

 

ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში შეტაკება წარმოიშვა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და უშიშროების ძალებს შორის, რომლის დროსაც 2 პოლიციელი დაიღუპა.

უშიშროების ძალებსა და ჯერ კიდევ დაუდგენელ შეიარაღებულ ჯგუფს შორის შეტაკება  მოხდა ხსენებული პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ზაჰიდას მახლობელ ქორინის დასახლებაში.

სხვათა შორის ამ რეგიონში ბოლო დღეებში გახშირდა ასეთი ლოკალური შეტაკებები.

ასე მაგალითად, 25 ივნისს ქალაქ მირკავეში წარმოქმნილი მსგავსი კონფლიქტის დროს 3 მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო  3 თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები