სირიაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 4795 სამოქალაქო დაიღუპა

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი ანგარიშს აქვეყნებს

1004510
სირიაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 4795 სამოქალაქო დაიღუპა

სირიაში მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 4795 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 1104 ბავშვი და 798 ქალი. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR)  მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმების და წამების შედეგად  4795 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 1104 ბავშვი და 798 ქალი.  ამავე ანგარიშის მიხედვით  ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ასადის  რეჟიმმა 3056 სამოქალაქო მოკლა, მათ შორის 616 ბავშვი, 507 ქალი მოკლა. ხოლო რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 398 სამოქალაქო დაიღუპა, მათ შორის 138 ბავშვი, 79 ქალი. მეორეს მხრივ ანგარიშში ასევე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულების რიცხვიცაა მოცემული, რომლის მიხედვითაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 182 ადამიანი დაიღუპა. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის მიერ მომზადებულ ანგარიშში ტერ ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს მიერ განხორციელებული მკვლელობებიც არის აღწერილი, რომლის მიხედვითაც მათ 112 სამოქალაქო მოკლეს, მათ შორის 11 ბავშვი და  18  ქალი.



მსგავსი ინფორმაციები