ბაღდადს აღარ უნდა ტერორისტების მფარველობა

იბადიმ პკკ-საც განიარაღებისკენ მოუწოდა

1000496
ბაღდადს აღარ უნდა ტერორისტების მფარველობა

 

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ელ-იბადიმ განაცხადა, რომ მას სურს, ქვეყანაში მოქმედი ყველა შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ა, განიარაღდეს.

ბაღდადში ყოველკვირეული მინისტრთა საბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იბადიმ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ძალებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რათა 12 მაისის არჩევნები ერაყში წარუმატებლად დასრულებულიყო.

მანვე ყველა უკანონო დაჯგუფებას, მათ შორის PKK-საც,  იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა. "მინისტრთა საბჭოს შეკრებაზე ერაყის, თურქეთისა და სირიის საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი  წინა პლანზე წამოვწიეთ და დეტალურად განვიხილეთ. ცალკე ვისაუბრეთ ჩრდილოეთ ერაყის კანდილის მაღალმთიანეთზე, სადაც შტაბი აქვს განლაგებული პკკ-ას ხელმძღვანელობას. ერაყში მოქმედ არც ერთ ადგილობრივ თუ უცხოურ შეიარაღებულ დაჯგუფებას უფლება არ აქვს ჩვენი მიწები სხვა ქვეყნებზე, ამ შემთხვევაში თურქეთზე  თავდასასხმელ პლაცდარმად გამოიყენოს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ“, ხაზგასმით აღნიშნა ერაყის პრემიერმა და დაამატა, რომ რადიკალურ DEAŞ-თან ბრძოლას მათ სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები