ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ნაბლუსშიც დაძაბულობა წარმოქიმნა

შეტაკებაში 18 პალესტინელი დაშავდა

1000008
ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ნაბლუსშიც დაძაბულობა წარმოქიმნა

 

დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში, ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის წარმოქმნილ შეტაკებაში 18 პალესტინელი დაიჭრა.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების წერილობითი განცხადებით, დღეს დილით, ებრაელი მოსახლეების ერთმა ჯგუფმა რელიგიური რიტუალების შესასრულებლად ე.წ "იუსუფის (იოსების) აკლდამას" მიაშურა, მაგრამ, ამ დროს მათ საწინააღმდეგოდ პალესტინელები წამოვიდნენ, რომელთა დარბევა დაიწყეს ისრაელის ჯარისკაცებმა და ამ დროს 1 პალესტინელი ნამდვილი ტყვიით დაჭრეს, 17 კი პლასტიკური ტყვიით, ხოლო ამის პარალელურად მრავალი დემონსტრანტი დაზარალდა ცრემლსადენი გაზის ბომბებით.

"იუსუფის (იოსების) აკლდამა" ებრაელებისთვის წმინდან ადგილად ითვლება, რადგან, მათი რწმენით, სწორედ აქ გადმოასვენეს ეგვიპტიდან წამოღებული იოსების ძვლები.

პალესტინელი ისტორიკოსების აზრით კი, აქ არა მოციქული იოსები, არამედ პალესტინელი მეცნიერ მკვლევარი იუსუფ დუვეიკატია დამარხული



მსგავსი ინფორმაციები