ერაყში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში შიიტების მეჩეთის ახლოს მომხდარი ერთდროულად ორი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

987668
ერაყში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში შიიტების მეჩეთის ახლოს მომხდარი ერთდროულად ორი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა.

 უფროსი ლეიტენანტის, ჰალილ ეზ ზიაბის განცხადებით, დედაქალაქის აღმოსავლეთში მდებარე ას სადრის უბანში შიიტების მეჩეთის ახლოს ორ ადგილზე დამონტაჟებული ასაფეთქებლები ერთდროულად აფეთქდა.

მისივე თქმით, ტერაქტი სავარაუდოდ, ტერორგანიზაცია დეაშ-ის ტერორისტებმა მოაწყვეს, უსაფრთხოების ძალებმა აფეთქების ადგილი გადაკეტეს და ახალი ტერაქტების შესაძლებლობის აღსაკვეთად რეგიონში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

ეს სადრის უბანში მდებარე ალ იმამის საავადმყოფოს უფლებამოსილის განცხადებით კი ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოში 21 დაჭრილი მიიყვანეს და 10 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები