იემენში მთავრობის მომხრეებსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები გრძელდება

არიდან დაღუპული სამხედროებიც

984446
იემენში მთავრობის მომხრეებსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები გრძელდება

იემენის, ალ-ჰუდეიდეს პროვინციაში მთავრობის მომხრე ძალებსა და ჰუსიტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 19 სამხედრო დაიღუპა. ადენის რაიონის ჯანდაცვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჰუსიტებთან მომხდარი შეტაკების შედეგად 19 სამხედრო დაიღუპა და ასევე დაჭრილებიც მრავლად არიან, რომლებიც შეიხ ოსმანის რაიონში მდებარე, გერმანულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეორეს მხრივ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  აჰმედ ობეიდ ბინ დაღრიმ განაცხადა, რომ   ალ-ჰუდეიდე, იემენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, რომელსაც 2014 წლიდან ჰუსიტები აკონტროლებდნენ რა,  ორი დღის წინ ჩატარებული ოპერაციით მასზე კონტროლი ისევ დაამყარეს. მისივე თქმით, ახლა მათი მიზანი დედაქალაქ სანას, ტაიზის, იბბს მაჰვითის და სხვა პროვინციების ჰუსიტებისგან გათავისუფლებაა.



მსგავსი ინფორმაციები