„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ეტაპი გაიხსნა

პროექტის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია

981232
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ეტაპი გაიხსნა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ეტაპის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროექტი   სამხრეთ კავკასიის მილსადენს, ტრანს-ანატოლიის (TANAP),  ტრანს-ადრიატიკის (TAP) მილსადენებს მოიცავს. გახსნის ცერემონიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი,  ილჰამ ალიევი და  პროექტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ალიევმა პროექტში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან ქვეყნებიდან საქართველოს, თურქეთს, აშშ, და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით პროექტში თვით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატი და , მონტენეგროც არის ჩართული.

„პროექტის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია.  ეს პროექტი ხორციელდება ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და ასევე ხელს შეუწყობს მონაწილე-ქვეყნებს შორის სამომავლო  თანამშრომლობის გაძლიერებას“, განაცხადა  ალიევმა.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ეტაპის გახსნის ცერემონიალზე თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ერქან ოზორალმა  პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მესიჯი წაიკითხა, რომელშიც იგი აცხადებს რომ რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენის მშენებლობის დასრულების გამო ამაყად გრძნობენ თავს.  

 შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“   მეორე  ნაწილის გახსნის ცერემონია თურქეთში 12 ივნისს არის დაგეგმილი.



მსგავსი ინფორმაციები