ფაშინიანი სომხეთის ახალი პრემიერი გახდა

მის კანდიდატურას მმართველმა პარტიამაც დაუჭირა მხარი

966496
ფაშინიანი სომხეთის ახალი პრემიერი გახდა

 

სომხეთში, ოპოზიციის ერთთვიანი საპროტესტო გამოსვლების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაზე ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად აირჩიეს.

მის კანდიდატობას 42 ხმის წინააღმდეგ დადებითი ხმა მისცა 59 დეპუტატმა და ამით მან სომხეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელი მოიპოვა.

პირველი კენჭისყრა გასულ კვირას გაიმართა და მაშინ ფაშინიანს მხოლოდ 45 დეპუტატმა მისცა ხმა, რაც არ ეყო გამარჯვებისთვის და ამიტომ დღეს ახალი კენჭისყრა გაიმართა, რომლის დროსაც მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმაც მხარი დაუჭირეს მის კანდიდატობას.

ამ შედეგით სომხეთი აღარ წავა ახალ ვადამდელ არჩევნებზე



მსგავსი ინფორმაციები