ძლიერი მიწისძვრა ირანში

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა

954753
ძლიერი მიწისძვრა ირანში

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, ბუშირის პროვინცია გახლდათ, რომელიც  მიწისქვეშ 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. აღნიშნულ პროვინციაში, ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 06:34 საათზე მოხდა. ოფიციალური პირების მხრიდან ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები