დეაშელები ბაქუბაში ჯერ კიდევ აქტიურობენ

მათ თავდასხმას 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

927423
დეაშელები ბაქუბაში ჯერ კიდევ აქტიურობენ

 

ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრებმა ერაყში, ქირქუქ-ბაღდადის გზატკეცილზე ცრუ საკონტროლო პუნქტი შექმნეს და 10 სამოქალაქო პირი მოკლეს.

ქალაქ დიალას პოლიციის თანამშრომლის, კაპიტან ჰაბიბ ეშ-შემრის განცხადებით, დეაშის ტერორისტებმა ქირქუქ-ბაღდადის გზატკეცილზე, ბაქუბას რაიონში შემავალ ელ აზიმის ტერიტორიაზე, ცრუ საკონტროლო წერტილი შექმნეს, გააჩერეს ამ გზაზე მიმავალი ავტომანქანები და მათ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 დაიჭრა.

მისივე თქმით, ტერორისტებმა გაქცევა მოახერხეს და მათი დაკავების მიზნით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, ხოლო დაჭრილები კი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

ხსენებულ რეგიონში ჯერ კიდევ არიან აქ მიმალული დეაშელები და დრო გამოშვებით ისინი თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს



მსგავსი ინფორმაციები