აღმოსავლეთ გუტაში ბოლო 3 კვირაში დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვი 925-მდე გაიზარდა

აღმოსავლეთ გუტაში ბოლო თავდასხმებთან ერთად 3 კვირაში დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვი 925-მდე გაიზარდა

928020
აღმოსავლეთ გუტაში ბოლო 3 კვირაში დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვი 925-მდე გაიზარდა

სირიაში, ასადის რეჟიმმა და მისმა მომხრეებმა ბლოკადაში მოქცეულ აღმოსავლეთ გუტაში დაწყებული სახმელეთო ოპერაციით რეგიონი ორად გაყვეს და რეჟიმისა და რუსული ძალების საჰაერო თავდასხმების შედეგად 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ასადის რეჟიმი და მისი მომხრეები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტას არ დაემორჩილნენ და 3 მარტს რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით აღმოსავლეთ გუტაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა რეჟიმის ძალებმა აღმოსავლეთ გუტას გამაერთიანებელი ბოლო დაბა მედიერე აიღეს და დაბა ჰარესტას მიაღწიეს, რითაც აღმოსავლეთ გუტა ორად გაყვეს.  
 

ამავდროულად, რეჟიმის ძალები და მისი მხარდამჭერები გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებების მიუხედავად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებენ, რომელთა შედეგადაც კიდევ 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, რეჟიმის ძალებისა და მათი მხარდამჭერების ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გუტაზე 19 თებერვლიდან 10 მარტამდე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად 892 ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ გუტაში ბოლო თავდასხმებთან ერთად 3 კვირაში დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვი 925-მდე გაიზარდა.   


საკვანძო სიტყვები: #სირია , #აღმოსავლეთ გუტა

მსგავსი ინფორმაციები