ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2940-მდე გაიზარდა

აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2940-მდე გაიზარდა

924365
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2940-მდე გაიზარდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2940-მდე გაიზარდა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში დღეს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად ტერორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრი 62 ტერორისტი გაანეიტრალეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დაწყებიდან, 20 იანვრიდან დღემდე ლიკვიდირებულ ტერორისტთა რიცხვი 2940-მდე გაიზარდა.

აქვე ნათქვამია, რომ დღემდე 149 რეგიონი ტერორისტებისგან გაწმინდეს და მათგან 119 სოფელი, 30 კი სტრატეგიული პუნქტია.



მსგავსი ინფორმაციები