აღმოსავლეთ გუტაში განხორციელებული თავდასხმის დროს 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა

აღმოსავლეთ გუტაზე 19 თებერვლიდან 5 მარტს შორის მომხდარი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად 824 ადამიანი დაიღუპა

924821
აღმოსავლეთ გუტაში განხორციელებული თავდასხმის დროს 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა

სირიაში რეჟიმის ძალების და მისი მხარდამჭერების გაეროს უსაფრთხოების საბჭოს „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ და რუსეთის 5 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად აღმოსავლეთ გუტაში განხორციელებული თავდასხმის დროს 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სამოქალაქო თავდაცვის მონაცემებით, რეჟიმის ძალების და მხარდამჭერების მიერ, ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გუტაზე 19 თებერვლიდან 5 მარტს შორის მომხდარი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად 824 ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ გუტაში გუშინდელ თავდასხმებთან ერთად ბოლო 16 დღეში დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვი 834-მდე გაიზარდა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ გუტას თაოსნობით სირიის მასშტაბით სამოქალაქოებისათვის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება მოითხოვა. „დაუყოვნებლივ“ ასამოქმედებელი ცეცხლის შეწყვეტა კი როგორ დაიწყება უცნობია.

რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ 27 თებერვალს გამოაცხადა, რომ ყოველ დღე 09.00-14.00 საათებში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და ამას რეჟიმიც დაემორჩილება.

ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გუტაში 400 ათასი ადამიანი 5 წელია ბლოკადაში ცხოვრობს.

ამ ჰუმანიტარული კრიზისის ზონაში ასობით ადამიანის სასწრაფოდ ევაკუაციაა საჭირო. მათი უმრავლესობა ბავშვი და სიმსივნით დაავადებული პირია. აღმოსავლეთ გუტაში ბევრი ბავშვი შიმშილისა და მედიკამენტების უქონლობის გამო დაიღუპა. 


საკვანძო სიტყვები: #სირია , #აღმოსავლეთ გუტა

მსგავსი ინფორმაციები