ასადმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

დაიღუპა 6 კაცი, მათ შორის 2 ბავშვი

911894
ასადმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

 

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, ასადის რეჟიმის ძალებმა დედაქალაქ დამასკოში კვლავ დაბომბეს ალყა შემორტყმული აღმოსავლეთ გუტას რაიონი, რის შედეგადაც კიდევ 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა და მათ შორის 2 ბავშვია, ხოლო ათობით დაჭრილი კი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. აღმოსავლეთ გუტა ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და ამ რეგიონში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლის ნახევარსაც ქალები და ბავშვები წარმოადგენენ. გასული წლის დეკემბრის აქეთ ამ რეგიონს სისტემატურად ბომბავს ასადის რეჟიმი.



მსგავსი ინფორმაციები