ქურთი ტერორისტები სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ

ჰათაის ამჯერად 3 რაკეტა ესროლეს

898126
ქურთი ტერორისტები სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ

 

სირიის აფრინის რეგიონიდან ქურთული ტერ ორგანიზაციის, PYD / PKK-ას ტერორისტებმა სამი რაკეტა ესროლეს თურქეთის ჰათაის ოლქში შემავალ რეიჰანლის და ქირიქჰანის დასახლებებს და საბედნიეროდ, ეს რაკეტები ამჯერად დაუსახლებელ ადგილებზე დაეცნენ.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, ქურთი ტერორისტების მხრიდან აფრინიდან გამოსროლილი 2 რაკეტა ქირიქჰანის მახლობლად, მესამე რაკეტა კი რეიჰანლის ბუქულმეზის უბანში დაეცა.

ამავე ცნობით სარაკეტო თავდასხმების დროს არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა ან არ დაშავებულა და რეგიონს ჟანდარმების, პოლიციელების, სასწრაფო და სახანძრო ავტომანქანების დამატებითი ეკიპაჟები მიავლინეს



მსგავსი ინფორმაციები