აფრინის ოპერაციაში მეორე დღე დაიწყო

ტერორისტების პოზიციები ჰაუბიცებიდან იბომბება

893436
აფრინის ოპერაციაში მეორე დღე დაიწყო

 

დღეს, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აფრინის მაკონტროლებელი სირიული ქურთული  ტერ ორგანიზაციის, PKK/PYD-ს და კიდევ აქ თავშეფარებული DEAS-ელების წინააღმდეგ გუშინ დაწყებული ოპერაციის სახელწოდებით, “ზეთისხილის რტო“-ს მეორე დღეა და თურქეთის გენშტაბის განცხადებით, ამ ორ დღეში განადგურებულ იქნა ტერორისტების კუთვნილი 153 სამიზნე რა, დაბომბილი ობიექტებიდან ცაში ავარდნილი მძიმე კვამლის ღრუბლებიც კარგად მოჩანს და ბომბების აფეთქებების ხმაც კარგად ისმის თურქეთის ტერიტორიებიდანაც.

ამჟამად ინტენსიური დაბომბვები თურქული ჰაუბიცებიდან მიმდინარეობს, ხოლო დილით კი თურქულმა ბომბდამშენებმაც დაბომბეს ქურთი ტერორისტების პოზიციები.

ამასობაში აფრინისკენ მიიწევენ ოპოზიციური  თავისუფალი სირიის არმიის (OSS) დანაყოფები, ხოლო თურქეთის არმია აგრძელებს ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორების კონცენტრაციას აფრინის მოსაზღვრე თურქულ ქალაქ ქილისში, სადაც მოსახლეობა დიდი პატივისცემით ხვდება სამხედროებს.

აფრინის განთავისუფლების შემდეგ ჯერი ქალაქ მუნბიჩზე დადგება, რომელიც ასევე ქურთი ტერორისტების კონტროლ ქვეშ არის



მსგავსი ინფორმაციები