იდლიბის რეგიონში ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს

სირიის იდლიბის რეგიონში ორი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

883464
იდლიბის რეგიონში ორი დანაღმული მანქანა ააფეთქეს

სირიის იდლიბის რეგიონში ორი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად პირველადი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მანქანა, რომელშიც რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული, ბაზართან ახლოს აფეთქდა, რა დროსაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მეორე მანქანის აფეთქების შედეგად კი მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა.

იდლიბში, სადაც ასადის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო თავდასხმები გახშირდა, მომხდარი აფეთქების შემდეგ ყურადღება დეაშ-სა და პკკ-ზე გადაიტანეს.  

თურქეთის სირიის სასაზღვრო რეგიონში მდებარე იდლიბი, მოსკოვის, ანკარისა და თეირანის საშუალებით მიღწეული დეესკალაციის რეგიონების შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. შეთანხმების ფარგლებში, რომელიც იდლიბსაც მოიცავს, რეგიონში თურქეთმა სადამკვირვებლო პუნქტები შექმნა.



მსგავსი ინფორმაციები