კატარისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებმა სპარსეთის ყურის კრიზისზე ისაუბრეს

კატარის თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ალ ატიემ და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა, სპარსეთის ყურის კრიზისზე ისაუბრეს

878120
კატარისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებმა სპარსეთის ყურის კრიზისზე ისაუბრეს

კატარის თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ალ ატიემ და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა, სპარსეთის ყურის კრიზისზე ისაუბრეს.

კატარის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მატისი დაუკავშირდა ატიეს და მათ სპარსეთის ყურის კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები განიხილეს.

მათ ასევე ისაუბრეს სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ორმხრივ ურთიერთობებზე და მათი განვითარების გზებზე.

განცხადების მიხედვით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის მომდევნო თვეში გასამართ „ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის“ მოსამზადებელ სამუშაოებზეც ისაუბრეს.

საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის ხელისუფლებების მიერ 5 ივნისს კატართან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამ სპარსეთის ყურის რეგიონში კრიზისი გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები