კაიროში პუტინ-სისის შეხვედრა გაიმართა

მათ ძირითადად სირიის საკითხი განიხილეს

866317
კაიროში პუტინ-სისის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გუშინ, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯერ სიურპრიზული ვიზიტით ეწვია სირიას და ეგვიპტეს, შემდეგ კი ანკარას ესტუმრა. კაიროში მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო ეგვიპტელმა კოლეგამ აბდულფეტტაჰ ეს სისიმ, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და პუტინი შეეხო რა სოჭში დაგეგმილი სირიის ეროვნული დიალოგის ყრილობის ჩატარების საკითხს, თქვა, რომ მასში სირიის ოპოზიციიდან სხვადასხვა დაჯგუფებების მიწვევას აპირებენ, მათ შორის მოსკოვისა და კაიროს პლატფორმებსაც.

"ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი ეგვიპტელი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ეროვნული დიალოგის კონგრესის ინიციატივის მხარდაჭერის გამო. ჩვენ ვგეგმავთ რუსეთში დაგეგმილ სირიის კონგრესზე მოსკოვისა და კაიროს პლატფორმების გარდა, სხვადასხვა ოპოზიციური დაჯგუფებების მიწვევასაც", განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სირიის  ადრე დეაშელებისგან ოკუპირებული  ყველა ტერიტორია გაწმინდეს და ამით რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური მონაწილეობით განხორციელებული სამხედრო ამოცანა წარმატებით დასრულდა



მსგავსი ინფორმაციები