ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტები დაბომბა

მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი

859801
ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტები დაბომბა

ისრაელმა  საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის დედაქალაქ დამასკოში მოქმედ ჰისბულახის სამხედრო ბაზაზე და ესადის რეჟიმის კუთვნილ ერთ სამხედრო ნაწილზე.

ადგილობრივ წყაროებიდან მიღებული ცნობებით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა, დამასკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჯებელ მანის ტერიტორიაზე მოქმედი ჰიზბულახის ბოევიკების კუთვნილი იარაღებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ცეხი და ესადის რეჟიმის 137-ე ნაწილი დაბომბეს.

არც ერთი მხარე არაფერს ავრცელებს მსხვერპლის ან ზარალის შესახებ.

ესადის რეჟიმის მედია საშუალებებში კი აღინიშნა, რომ ისრაელის მხრიდან სამხედრო ობიექტებზე ნასროლი ზოგიერთი რაკეტები სირიის არმიის სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს



მსგავსი ინფორმაციები